სტიქიის ზონა ე.წ. "თერმული ნისლით" დამუშავდა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის ზონაში ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სტიქიის ზონებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ანტისეპტიკური და ასეპტიკური მეთოდებით დაიწყო. ტერიტორიის ე.წ. ,,თერმული ნისლით" დამუშავება სპეციალური სამანქანო დანადგარებითა და მექანიკური ზურგსაკიდი აპარატების მეშვეობით ხორციელდება. მანქანით მოუდგომელი ადგილები ზურგსაკიდი "სოლოს" ტიპის აგრეგატით მუშავდება. სადეზინფექციოდ გამოიყენება კორსოლინის ხსნარი, რომლითაც სვანიძის ქუჩის, ზოოპარკის, მზიურისა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიები მუშავდება. აღნიშნული ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს და სტიქიის შემდეგ ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ტარდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სპეციალისტების განმარტებით კორსოლინი აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. იგი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე და სამინისტროს წარმომადგენლები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებისმიერ ბიოუსაფრთხოების რისკის შემცირების მიზნით, ზოოპარკის შესასვლელთან სადეზინფექციო ბარიერი მოეწყო. სააგენტოს სპეციალისტები ზედამხედველობას ახორციელებენ სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშისა და გაფუჭებული ხორცპროდუქტების განადგურებაზე. ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ცხოველების ლეშის დამარხვა თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით ხდება. ლეში ნადგურდება ასევე სპეციალურ ინსინერატორში (წვის ღუმელი, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება). დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ცხოველის ლეში.სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოდან გატანილია და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია 41 ტონამდე მავნებლად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული.

გასული ღამის განმავლობაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს "საქართველოს მელიორაციის" 12 ერთეული სპეცტექნიკა და კომპანიის 20-მდე თანამშრომელი. ტერიოტრიიდან 1090 მ3-მდე ნატანი მასის გატანა განხორციელდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო