საჩხერის გამგებლის ინფორმაციით, სოფელ კვერეთში მდებარე საწერეთლო საძვალის დასუფთავება იგეგმება

საჩხერის რაიონის გამგებლის, მალხაზ ბაზაძის ინფორმაციით, სოფელ კვერეთში მდებარე საწერეთლო საძვალის დასუფთავება იგეგმება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მალხაზ ბაზაძემ განუცხადა, გამგეობა ამინდის გაუმჯობესებისთანავე სასაფლაოს მოწესრიგებას გეგმავს.

"ჩვენ ვგეგმავთ ღონისძიებას, აქციას. გზა ცოტა მიუვალია, ტექნიკა ვერ შეგვყავს, ფეხით უნდა მივიდეთ. თან ცუდი ამინდი, წვიმა იყო. როგორც კი გამოიდარებს და ნორმალური ამინდები გამოვა, დაგეგმილი გვაქვს აქცია და გასუფთავება", - აღნიშნა მალხაზ ბაზაძემ.

ადგილობრივების ინფორმაციით, საჩხერის რაიონის სოფელ კვერეთში საწერეთლო საძვალე მოუვლელია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საჩხერის ერთ-ერთმა მკვიდრმა განუცხადა, საწერეთლო საძვალეში დაკრძალულია 12 წერეთელი - აკაკი წერეთლის დედ-მამა, მამიდა, ბიცოლა, სანათესაო. მისივე ინფორმაციით, სასაფლაო შემოღობილი არ არის, მიტოვებულია, ტერიტორია ეკალ-ბარდებით არის სავსე. საძვალეზე საქონელი, ღორები დადიან.

2015 წელს დიდი ქართველი მწერლის, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175-ე და გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავი სრულდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია