13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სამი ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სტიქიის ზონებიდან ნაშალი მასალისა და ქვიშის უმეტესი ნაწილი უკვე გატანილია.

ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განუცხადა. მისივე განმარტებით, ყველა ლოკაციაზე მძიმე ტექნიკა ისევ განაგრძობს მუშაობას.

"გრძელდება ყველა მიმართულებით მუშაობა. სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები ყველა ლოკაციაზე არიან გადანაწილებული. უკვე გატანილია დიდი ნაწილი ჩამოტანილი ნაშალი მასალისა და ქვიშის. თუმცა, როგორც მცირე ზომის, ისე დიდი ზომის ტექნიკა ისევ აგრძელებს მუშაობას, ცოცხალი ძალა კი ამ პროცესში ნაკლებადაა ჩართული", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს იმ სამი ადამიანის ძიება, რომლებიც ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.

"ყველაზე მეტად სამწუხარო ის არის, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა სამი ადამიანის მოძებნა. ყველა ტექნიკასთან თითო მაშველია განთავსებული, რომ თუ რაიმე აღმოჩნდება, ტექნიკის მუშაობა გაჩერდეს და ტერიტორიის ხელით დამუშავება მოხდეს. ცოცხლების პოვნის იმედი აღარ გვაქვს, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ გარდაცვლილებს მაინც ვიპოვით", - აღნიშნა შს მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს