"მზიურის" ტერიტორიაზე მაშველებმა საპატრულო მანქანა იპოვეს

მაშველებმა "მზიურის" ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაკარგული საპატრულო მანქანა იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მიმდინარე სამძებრო სამუშაოებისა და საპატრულო მანქანის

პოვნაზე შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კომენტარი გააკეთა.

"მაქსიმალურად ჩართულები არიან, ყველა ვხედავთ, სამაშველო სამსახურები და სხვადასხვა დანაყოფები, ასევე მძიმე ტექნიკა. დღეს იქნა აღმოჩენილი ჩვენი საპატრულოს მანქანაც, ასევე დაკარგული იყო და ვიპოვეთ. რაც შეეხება სამ დაკარგულ ადამიანს, გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება, საუბარი, რომ შეიძლება მტკვარს ჰქონდეს წაღებული და ე.წ. მინგეჩაურის წყალსაცავში იქნეს აღმოჩენილი და მაშველები ჩართულები არიან და იქ ეძებენ. თუ რამეს აღმოაჩენენ აუცილებლად გვაცნობებენ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს