ფოთის მერიამ საზღვაო ნავსადგურს სასამართლო დავა მოუგო

ფოთის მერიამ საზღვაო ნავსადგურს სასამართლო დავა მოუგო. ფოთის საქალაქო სასამართლომ კანონიერად ცნო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კაკულიას 2015 წლის 9 მარტის #144 -ე ბრძანება, რითაც უარი ეთქვა კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურს "სარეჟიმო ტერიტორიაზე მდებარე საზღვაო სადგურის შენობის დემონტაჟის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე.

ფოთის მერის აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის მიღების შემდეგ, კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" ხელმძღვანელობამ ბრძანება გაასაჩივრა და ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, განხილვაში მოპასუხე ფოთის მერიასთან ერთად, მესამე მხარედ ჩართული იქნა ფოთის საზოგადოებრივი აზრის დარბაზი.

გაიმართა ოთხი სასამართლო სხდომა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხდა საზღვაო ვაგზლის შენობის დათვალიერება. სარჩელის მოპასუხის, ფოთის მერიისა და მესამე მხარის, ფოთის საზოგადოებრივი დარბაზის არგუმენტის საფუძვლზე, ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება - არ დააკმაყოფილა კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" სარჩელი, შესაბამისად, კანონიერად ცნო ქალაქ ფოთის მერის გადაწყვეტილება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი