სტიქიით დაზარალებული პირველი კატეგორიის ოჯახები ფულად თანხას სულადობის მიხედვით მიიღებენ

სტიქიით დაზარალებული პირველი კატეგორიის ოჯახები ფულად თანხას განსხვავებული ოდენობით, სულადობის მიხედვით მიიღებენ.

როგორც "ინეტპრესნიუსს" თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ "ინტერპრსნიუსს" განუცხადა, დღეს საღამოს აღნიშნული დოკუმენტი თბილისის მერისგან ხელმოწერილი შევა საკრებულოში განსახილველად.

დოკუმენტის მიხედვით, დაზარალებული ოჯახები იყოფა ორ კატეგორიად. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან ის პირები, რომელთა საცხოვრებელი სახლი დანგრეულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. მეორე კატეგორიას კი მიეკუთვნებიან ის დაზარალებული პირები, რომელთა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა რეაბილიტაციას ექვემდებარება.

საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში აღნიშნულია, რომ პირველ კატეგორიაში მითეთბულ ყველა ჯგუფის დაზარალებულ პირს, საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, მიეცემა ფულადი თანხა ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. კერძოდ, 1-2-წევრიანი ოჯახისათვის განსაზღვრულია 45 კვ.მეტრის ღირებულებით, 3-4 წევრიანი ოჯახისთვის 65% კვ.მეტრი ღირებულებით, 5-6 წევრიანი ოჯახისთვის 90 კვ.მეტრის ღირებულებით, 7 და მეტ წერვიანი ოჯახისათვის 110 კვ.მეტრის ღირებულებით.

საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში ასევე აღნიშნულია, რომ მეორე კატეგორიაში მითითებული დაზარალებული პირი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისთვის გამგეობასთან შეთანხმებით შეარჩევს სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელ, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, შემფასებლის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის მიხედვით არ აღემატება საცხოვრებელი სახლის სტიქიამდე არსებული საშუალო საბაზრო ღირებულების 50%-ს.

ასევე მეორე კატეგორიაში მითითებულ დაზარალებულ პირებს საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით მიეცემათ ფულადი თანხა, თუ მათი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, შემფასებლის მიერ გაცემული შესაბამის დასკვნის მიხედვით, აღემატება არსებული საცხოვრებელი სახლის სტიქიამდე არსებული საშუალო საბაზრო ღირებულების 50%-ს. საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი ეხება ასევე იმ დაზარალებულ პირებს, რომელთაც სულადობის მიხედვით არ სურთ ზიანის ანაზღაურება. მათ საცხოვრისის შესაძენად მიეცემათ ფულადი თანხა, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების ოდენობით. დოკუმენტში იქვეა ნათქვამია, რომ აღნიშნულის შემდეგ პირის საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრებაში თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა