პროკურორი რევაზ ნადოი - მე ვარ პროკურორი და ჩემთვის არ არსებობს უხერხული თემები

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების  -  მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების პირობებში არსებით განხილვაზე გადადის.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი. დღევანდელ პროცესზე კი მოსამართლე არსებითი განხილვის თარიღს ჩანიშნავს.

როგორც საქმის პროკურორმა, რევაზ ნადოიმ პროცესის დაწყებამდე ჟურნალსიტებს განუცხადა, არსებითი განხილვა სავარაუდოდ 10 ივლისს დაიწყება.

პროკურორი ასევე გამოეხმაურა დაცვის მხარის ადვოკატების განცხადებას, რომ ბრალდებულებს არსებითი განხილვის ეტაპზე უხერხულ თემებზე მოუწევთ საუბარი.

"მე ვარ პროკურორი და ჩემთვის არ არსებობს უხერხული თემები. ბრალდებულებმა დაარღვიეს კანონი, სამსახურებრივი დებულება და შინაგანაწესი და დაცვითი გეგმის მოთხოვნები. თავის დროზე გენინსპექციამ დადო დასკვნა, რომ კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა", - განაცხადა პროკურორმა რევაზ ნადოიმ.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბრალდებულების ადვოკატებმა. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რეალურად ეს საქმე არის შეთითხნილი.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს საქმე არის შეთითხნილი. გვჯერა ნაფიცი მსაჯულების ობიექტურობის, რომელთა წინაშეც დაცვის მხარე აპირებს ისაუბროს ყველა იმ დეტალზე, რაც არის რეალური და აქამდე ამ საკითხებზე კითხვის ნიშნები არსებობდა. ყველას, ვისაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა, იქნება ეს გამომძიებელი თუ პროკურორი, ცნობილია ის დეტალები, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები მოისმენენ. ყველამ კარგად იცის რატომ მიდიოდა ჟვანია იმ დღეს იმ ბინაში და რატომ მოითხოვა დაცვისგან მარტო დატოვება. უბრალოდ გვაქვს ისეთი რეალობა, რომ დაცვის წევრების კეთილსინდისიერება და მათი განწყობა ჟვანიას მიმართ, ასე იქნა გამოყენებული. დაცვის წევრები აპირებდნენ, რომ მისი საიდუმლო შეენახათ სიკვდილის შემდეგაც, თუმცა ამ თემას იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და აქედან გამომდინარე, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს სხვა გზა აღარ აქვთ და არსებით განხილვაზე ნაფიც მსაჯულთა წინაშე ისაუბრებენ იმაზე, რასაც უახლოეს მომავალში მოისმენთ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ძაძამიასა და  ხარშილაძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძეს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში იმყოფება, ხოლო მიხეილ ძაძამია თავდაპირველად დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს