ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულთა პროცესი დაიხურა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე დაიხურა.

კერძოდ, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმეს დაერთოს FBI-ს დასკვნა, რომელიც, ადვოკატების ინფორმაციით, ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა მოიპოვა და დაცვის მხარეს გადასცა.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ თუ პროკურატურა აღნიშნული მტკიცებულების იდენტურობას არ ეთანხმება, უთხრას დაცვის მხარეს და მტკიცებულებად დართვას აღარ მოითხოვს. ასევე აღინიშნა, რომ მტკიცებულება, რომლის დართვასაც ადვოკატები საქმეზე ითხოვენ, შეიცავს ინტიმურ დეტალებს, რომელზეც საქმის განხილვის ეტაპზე ბრალდებულის მხარეს მოუწევს საუბარი. თუმცა, მოსამართლე ეკა არეშიძემ აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე დახუროს.

მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვისას პროცესი კანონის შესაბამისად დაატოვებიეს ნაფიც მსაჯულებსაც, მანამდე კი სასამართლომ უფროსი მსაჯული აირჩია. სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც FBI-ს დასკვნასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გადაწყდება, სასამართლო პროცესი განახლდება.

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის არსებითი განხილვა საქალქო სასამართლომ დღეს დაიწყო. მხარეები დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს