ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების პროცესზე ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას პროცესზე ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაიკითხება , - ამის შესახებ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, დღეს დაიკითხებიან ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრები. პროკურორის თქმით, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ბრალდების მხარე შეეცდება კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა კობა ხარშილაძის ადვოკატმა ტარიელ კიკნაძემ. იგი გამოეხმაურა წინა სხდომაზე პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ხარშილაძემ მისი ჩვენება გამოძიების ეტაპზე ხუთჯერ შეცვალა. ადვოკატი აცხადებს, რომ ხარშილაძის ჩვენება ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ სულ ორჯერ აქვს მიცემული. ერთი 2005 წელს და მეორედ ახალი გამოძიების პირობებში. ადვოკატის განცხადებით, ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მიდის და არც შესავალი სიტყვის დროს მოყვანილ გარემოებებთან არ არის წინააღმდეგობაში. ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურორის განცხადება ნაფიცი მსაჯულებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის