გლდანში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

გლდანის მე-6 მიკრორაიონში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის მაშველები შენობის ჩამონგრეული ნაწილის დემონტაჟს ახორციელებენ, რის გამოც ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

როგორც #2 კორპუსის ასევე მისი მიმდებარე მრავალსართულიანი შენობების მიმდებარედ ადგილობრივებს მიახლოების საშუალება არ ეძლევათ, რადგან სამართალდამცველების განცხადებით, არსებობს საშიშროება რომ როგორც დაბზარული კედლები, ისე ნახევრადჩამსხვრეული მინები ჩამოიშალოს.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა, ასევე სამაშველო ეპიკაჟი და პოლიციელები იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო: აფეთქება გლდანში: პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!