გლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

გლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს , საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

აფეთქება გლდანში, მე-6 მიკრორაიონში, #2 საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, დაზიანდა სამი სართულის კედლები. ასევე მიმდებარე კორპუსებში ჩამსხვრეულია მინები.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია შემოსაზღვრულია და შემთხვევის ადგილზე მოქალაქეებს მიახლოების საშუალება არ აქვთ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს