აფეთქების ადგილზე მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ

გლდანის მეექვსე მიკრორაიონის მეორე კორპუსში მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. როგორც ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა , აქვთ ინფორმაცია, რომ ერთი პირი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

"შენობაში, რომელშიც სერიოზული ჩამონგრევა მოხდა, გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევებიდან უკვე გამოვიტანეთ სამი მიცვალებულის გვამი, თუმცა სამუშაოებს ვაგრძელებთ, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ უნდა იყოს მოყოლილი ერთი ადამიანი – მეოთხე დაკარგული პიროვნება. ის ჯერ ნაპოვნი არ არის და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს საათებში მოხდება მისი პოვნა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორი სართულის სინკარები ჩამოყარა. არის ვარაუდი, რომ სწორედ ამ დიდძალი საშენი მასალის ქვეშ უნდა იყოს ის მოყოლილი", - აღნიშნა ზვიად ქაწაშვილმა.

მისივე განმარტებით, სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება და ეს პროცესი ღამის გამო არ შეჩერდება. "ღამე ჩვენს სამუშაოებს არ შეაფერხებს. სახანძრო-სამაშველო სამსახური მაქსიმალურ მზადყოფნაშია. გვაქვს ღამის განათებები, რის ფონზეც ჩვენები შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ არის სხვა ხელის შემშლელი მიზეზები, დაკავშირებული იგივე შენობის კონსტრუქციასთან, რომელმაც სერიოზული ზიანი განიცადა, თუმცა ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან კონსტრუქტორები და მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები. საყრდენები კეთდება პირველი სართულიდან მოყოლებული მეოთხე სართულამდე, რომ შესაძლებელი იყოს სამუშაოების გაგრძელება", - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნულ კორპუსში გაზის სუნი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა, რასთან დაკავშირებითაც ადგილობრივებმა 112-ში არაერთხელ დარეკეს, ქაწაშვილი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ 112-ზე მსგავსი შეტყობინება არ დაფიქსირებულა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო