ილია დარჩიაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ილია დარჩიაშვილი მინისტრის პირველ მოადგილედ პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 14 ივლისის #288 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ილია დარჩიაშვილი 2015 წლის მარტიდან 2015 წლის 14 ივლისამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მანამდე კი MDF-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა.

ილია დარჩიაშვილი 1981 წლის 21 თებერვალს დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი. (ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით). 2004 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2008-2010 წლებში სწავლობდა კავკასიის ბიზნეს სკოლაში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2011 წელს ილია დარჩიაშვილმა დაამთავრა საფრანგეთის, კერძოდ გრენობლის მენეჯმენტის სკოლა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია