სამართალდამცველები აქციის ორგანიზატორებს მთავრობის ადმინისტრაციასთან სცენის დამონტაჟების უფლებას არ აძლევენ

რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს სამართალდამცველები მთავრობის ადმინისტრაციასთან სცენის დამონტაჟების უფლებას არ აძლევენ.

როგორც ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა, სწორედ სცენის მონტაჟთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა პოლიციელების მიერ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლექსო მაჭავარიანის დაკავება.

"დილიდან აბსოლუტურად უკანონოდ შეგვექმნა სცენის მონტაჟის პრობლემა. ცოტა ხნის წინ კი მოვიდა აგრესიული პოლიციელი, რომელმაც ლექსოს ხელი ჰკრა, მანქანას კი, რომელშიც სცენა იყო განთავსებული წასვლა უბრძანა. მე და ლექსო მანქანას წინ გადავუდექით, თუმცა სამართალდამცველებმა ხელების გრეხით გამოგვიყვანეს, რის შემდეგად ლექსო დააკავეს. მთელი დღეა ვითხოვთ გვაჩვენონ კანონის ნორმა, რომელიც ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციასთან სცენის მონტაჟში გვზღუდავს, თუმცა ასეთი ჩანაწერის ჩვენება მათ არ შეუძლიათ, რადგან ამას კანონი არ გვიკრძალავს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებს ამ დრომდე არ ეძლევათ მთავრობის ადმინისტრაციასთან სცენის მონტაჟის საშუალება, ვინაიდან ავტომანქანას, რომელშიც სცენა დევს, საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებს.

აქცია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მთავრობის რეზიდენციასთან 18:00 საათზეა დაგეგმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება