მსახიობმა ნუგზარ ჩიქოვანმა ჯეკ-პოტი 1 671,045 ლარი მოიგო

ლოტოს 574-ე გათამაშების გამარჯვებული მსახიობი ნუგზარ ჩიქოვანი გახდა. ნუგზარ ჩიქოვანმა ჯეკ-პოტი 1 671,045 ლარი მოიგო. მსახიობის თქმით, მოგების სიხარული და პირველი ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ ის სიჩუმით გამოხატა. "იმდენად დიდი იყო ემოცია, რომ საერთოდ არ მქონდა ემოცია. ჩუმად ვიჯექი. უბრალოდ, რამდენჯერმე ციფრები

გადავამოწმე",- განაცხადა მსახიობმა.

მისივე თქმით, ჯერ, კონკრეტულად არ აქვს დაგეგმილი, როგორ დახარჯავს მოგებულ თანხას.

"დღევანდელ საქართველოში ყველას ჰყავს მეგობარი, ნათესავი, არც თუ ისე დალხინებული და ალბათ, მე თუ ვერ ვხვდები, ისინი უნდა ხვდებოდნენ, რა უნდა გავაკეთო. ჩემს პრობლემებს მივხედავ. ყველას აქვს პრობლემები. მსახიობები, როგორც წესი, განებივრებულები არ არიან ფინანსური თვალსაზრისით, საქართველოში", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ნუგზარ ჩიქოვანი სოხუმის თეატრის მსახიობია, ასევე გადაღებულია ფილმებში, ფართო საზოგადოებამ კი, "ღამის შოუს" პროექტებიდან გაიცნო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია