მოსამართლე ციალა ვაზაგაშვილს - სასამართლო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაადგინოს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი

გითანაგრძნობთ, თქვენი შვილის მკვლელობის გამო, - ასე მიმართა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ციალა ვაზაგაშვილს, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა.

მოსამართლე მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დედას დაჰპირდა, რომ სასამართლო ყველაფერს გააკეთებს რათა ამ საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინოს.

"გითანაგრძნობთ, თქვენი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. სასამართლო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაადგინოს მიზეზები რატომ მოხდა ეს ყველაფერი", - აღნიშნა მოსამართლემ.

ციალა ვაზაგაშვილმა კი, ჩვენებაში განაცხადა, რომ შვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო, თუმცა როდესაც პროზექტურაში მივიდა მაინც იმედი ჰქონდა რომ მისი შვილი არა მოკლულებს შორის, არამედ დაჭრილი იყო.

"იქ იყვნენ პოლიციელები ჩამწკრივებული, მკითხეს ვის ეძებო და რომ ვუთხარი ვაზაგაშვილს ვეძებთქო, მითხრეს, ჩვენც სწორედ მაგას ვეძებთო. არ ვიცი ეს რატომ მითხრეს", - განაცხადა ზურაბ ვაზაგაშვილის დედამ.

მისივე თქმით, მისი შვილი მამას ბიზნესში ეხმარებოდა და მესამე კურსის სტუდენტი იყო, აქედან გამომდინარე "საყაჩაღო არაფერი სჭირდა".

"2006 წელს, 2 მაისს ზურიკო მომიკლეს. ახლა კი, 20 იანვარს მის საფლავზე მამამისი", - აღნიშნა ციალა ვაზაგაშვილმა.

დაცვის მხარეს მისთვის კითხვები არ დაუსვამს. რამდენიმე შეკითხვით დაზარალებულს მხოლოდ პროკურორმა მიმართა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია