საჯარო რეესტრი ძველი საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაციას აგრძელებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არქივში დაცული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადატანას აგრძელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, პროექტი გულისხმობს ელქტრონულ საკადასტრო რუკაზე ძველი, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და მის საზღვრების ასახვას.

მათივე ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ საკადასტრო გეომონაცემთა ბაზაში დამატებით უკვე 9500 მიწის ნაკვეთია განთავსებული.

"არქივში დაცული საკადასტრო მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადატანის პროექტი აღსადგენი საკადასტრო მონაცემების შესაბამისი უძრავი ნივთების იდენტიფიცირებას, მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, მონიტორინგს, პრობლემური აღსადგენი ნაკვეთების საქმეების და რეგისტრირებული არქივირებული, სკანირებული მასალის განხილვასა და საკადასტრო მონაცემების ერთიან გეომონაცემთა ბაზაში ასახვას გულისხმობს", - აცხადებენ უწყებაში.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო მონაცემების ერთიან სისტემაში განთავსება 2007 წელს დაიწყო. 2011 წელს კადასტრის ცენტრალიზების პროექტი დასრულდა და ამ დროიდან ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსება აუცილებელი პირობა გახდა.

"მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში დღეს ერთიანი საკადასტრო ბაზაა შექმნილი, ძველ მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც არსებობს, ვინაიდან კადასტრის ცენტრალიზებამდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრები ერთიან გეომონაცემთა ბაზაში მიახლოებითაც არ არის ასახული. ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე მიწის ნაკვეთების არარსებობა კი პოტენციური გადაფარვებისა და შემდგომი დავების წარმოშობის საფუძველს ქმნის. ძველი საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაციის პროექტს სააგენტო სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირებისა და ელექტრონული საკადასტრო რუკის სრულყოფის მიზნით ახორციელებს.

საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაცია ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთების გადაფარვების გამოვლენას, სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას, ძველი, რეგისტრირებული ნაკვეთების ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე იდენტიფიცირებას და მისი საზღვრების შესაბამისი სიზუსტით ასახვას.

ამდენად, პროექტის განხორციელებით იმ მოქალაქეთა საკუთრების უფლება, რომლებმაც უძრავი ქონება კადასტრის ცენტრალიზებამდე დაარეგისტრირეს, გადაფარვებისგან თუ სხვა შემდგომი პრობლემებისგან დაცული იქნება.

პროექტის დასრულება 2017 წლისთვის იგეგმება", - განმარტავენ სააგენტოში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში