მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ ჩოგბურთის კორტები გაიხსნება

მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ ჩოგბურთის კორტები ოფიციალურად გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, ეს არის ბოლო სპორტული ობიექტის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა.

საჩოგბურთო კომპლექსს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად ხუთშაბათს დილით საზეიმოდ გახსნის. ახალი საჩოგბურთო კომპლექსი "თბილისი 2015"-სთვის შექმნილი სპორტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია.

12 000 კვადრატული მეტრის ფართობზე გადაჭიმული 9 ღია და 2 დახურული ჩოგბურთის კორტი სულ მალე ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს უმაღლესი სტანდარტებით უმასპინძლებს.

27 ივლისიდან 1-ელი აგვისტოს ჩათვლით მატჩები 8 ღია კორტზე ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება. თამაშები როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგებში გაიმართება.

"კორტების ჰარდის საფარი შემადგენლობითა და ტექნოლოგიით იმ საფარის პირდაპირი ანალოგია, რომელზეც აშშ-ის ღია პირველობის ტურნირი ტარდება. სწორედ ამიტომ, ახალ საჩოგბურთო კომპლექსს თავისუფლად შეუძლია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის შემდეგ ეროვნულის გარდა, საერთაშორისო დონის ა-კლასის ტურნირებსაც უმასპინძლოს.

ცენტრალური კორტების გასწვრივ არსებული ტრიბუნა 700 მაყურებელს იტევს. ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები, საშხაპეები, პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახები და სატრენაჟორო დარბაზი - კომპლექსში მწვრთნელებისა და სპორტსმენების ვარჯიშისა და კომფორტისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. სპეციალურად ფესტივალისთვის კორტებზე მედია ცენტრი გაკეთდა, საიდანაც მედია კოორდინატორი და მისი გუნდი ყოველი თამაშის შემდეგ უახლეს ინფორმაციას მიაწვდის მედიას.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. თბილისში კონტინენტის 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს. შეჯიბრებები 14-18 წლამდე ახალგაზრდებს შორის სპორტის 9 სახეობაში გაიმართება", -აცხადებენ კომიტეტში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია