"გიკი გოგოს" გაგრძელება სპეციალურ ფასად ხვალ თბილისსა და თელავში გაიყიდება

"ბიბლუსი გალერეაში" (თბილის, ჭავჭავაძის 7) და თელავში (სააკაძის 4) ხვალ, 18:00 საათიდან, პროექტ "ლიბერთინსის" შემდეგი წიგნის - "გიკი გოგოს" გაგრძელების, ,,გიკი გოგო - მოდელობისთვის შეუფერებელი" აქცია გაიმართება. წიგნი 12 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროექტი უკვე რეგიონებში გავიდა და ამჯერად აქციით თელავშიც ჩადის.

"წიგნის პირველი ნაწლი ამ სერიის ერთ-ერთი ბესტსელერი იყო. "გამომცემლობა პალიტრა L"-მა აქტიურად დაიწყო თინეიჯერებისთვის თანამედროვე ლიტერატურის გამოცემა. იმისთვის, რომ სწორად შეირჩეს წიგნები, რომლებიც ძალიან მოეწონებათ და დააინტერესებთ ბავშვებს, "პალიტრა L" თავად არჩევინებს მათ სასურველ ლიტერატურას", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

"ლიბერთინსის" წევრები არიან წიგნის მოყვარული, ენერგიული, მოტივირებული და უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისურის კარგი მცოდნე ბავშვები, რომლებიც გამომცემლობას ინფორმაციას აწვდიან მათთვის საყვარელი უცხო ენოვანი წიგნების შესახებ, წერენ რეცენზიებს, რეკომენდაციებს წიგნთან დაკავშირებით და გამომცემლობას რჩევას აძლევენ გამოიცეს თუ არა ესა თუ ის წიგნი ქართულად. გარდა ამისა, გამომცემლობა თვითონაც აქტიურად არჩევს მსოფლიოში აღიარებულ ბესტსელერებს და რეკომენდაციისათვის პროექტში მონაწილეებს აწვდის.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეირჩა და გამოიცა მსოფლიო ბესტსელერები- ჯეიმს დაშნერის ,,ლაბირინთში მორბენალი" და გეილ ფორმანის ,,თუ დავრჩები", პატრიკ ზუზაკის ,,წიგნის ქურდი" და სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც ქსელში გასვლის დღესვე დააყენეს რიგები წიგნის მაღაზიებთან და მალევე ქართულ ბესტსელერებადაც იქცნენ.

"გამომცემლობა პალიტრა L" "ლიბერთინსის" თინეიჯერ წევრებთან ერთად მკითხველს კიდევ ბევრ სიახლეს და საინტერესო პროექტს პირდება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ