26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის დროს გადაღებული ვიდეომასალის ჩვენება შესაძლოა, დღეს შედგეს

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ 2005 წლიდან დღემდე გამოძიებას არასრული ჩვენება მისცეს, გამოძიების მასალებით კი სხვა რამ დასტურდება, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში მიმდინარე სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, გამომძიებელმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა.

მოწმის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ. პროკურორის თქმით, მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებმა დაცვის გარეშე დატოვეს პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, მოწმემ ისაუბრა იმ საეჭვო ვითარებაზეც რა მდგომარეობაშიც იპოვეს ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილები.

"მოწმემ აღნიშნა, რომ ძაძამია და ხარშილაძე დღესაც აგრძელებენ ცრუ ჩვენების მიცემას, კერძოდ ის შეეხება იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულები ამბობენ, თითქოსდა ფანჯრიდან მათ ეცათ გაზის სუნი, ასევე ისმოდა გაზის ხმა, მაშინ როცა დაკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ CO-ს სუნი არ აქვს და იმ დროს როცა ხარშილაძე და ძაძამია ბინაში მივიდნენ, გაზი საერთოდ არ იყო. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხარშილაძე და ძაძამია თავიდანვე, 2005 წლიდან ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას და არასწორ ჩვენებებს იძლევიან", - განაცხადა პროკურორმა.

მოწმე გიორგი ლომთაძის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან მისი ჩვენების შეფასება გააკეთა კობა ხარშილაძის ადვოკატმა ტარიელ კიკნაძემაც. როგორც ადვოკატი აცხადებს მოწმემ აღიარა, რომ ხარშილაძეს და ძაძამიას ჩვენები არ შეუცვლიათ.

"მოწმე შეეხო ხარშილაძისა და ძაძამიას ჩვენებებს და განაცხადა, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. როდესაც ვთხოვეთ, მიეთითებინათ თუ რაზე იყო საუბარი, მოითხოვა დაკითხვის ოქმი და ვერ აღმოაჩინა მასში ვერაფერი, შემდეგ მოითხოვა მეორე დაკითხვის ოქმი, ვერც მასში აღმოაჩინა ვერაფერი, ამის შემდეგ კი თქვა, რომ ეს ინფორმაცია საიდანღაც გაიგო, რაც წინააღმდეგობაშია მის ნათქვამთან", - განაცხადა ტარიელ კიკნაძემ.

ადვოკატის განცხადებით, ხარშილაძეს მიცემული აქვს ორი ჩვენება - 2005 წლის 3 თებერვალს და 2014 წლის 21 მარტს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ ჩვენებებს შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს", - განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო სხდომა გრძელდება, მხარეები წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან, რის შემდეგაც შესაძლოა დღეს მოხდეს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხდერების ექსპერტიზის დროს გადაღებული ვიდეომასალის ჩვენება. აღნიშნული მასალა, როგორც ცნობილია, 4-საათიანია.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის