"თიბისი ბანკმა" გადარიცხვის უმარტივესი სერვისი, მობილურის ნომრით პირდაპირ გადარიცხვა დანერგა

"თიბისი ბანკმა" გადარიცხვის უმარტივესი სერვისი, მობილურის ნომრით პირდაპირ გადარიცხვა დანერგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკიდან" აცნობეს, უკვე აღარ არის საჭირო დროის ხარჯვა მეგობრის ანგარიშის ნომრის გასაგებად, საკმარისია, იცოდეთ მისი მობილურის ნომერი, გქონდეთ "თიბისი ბანკის" ინტერნეტ ან მობაილ ბანკი და გადარიცხვას შეძლებთ უმარტივესად.

"31 აგვისტოს ჩათვლით, მობილურის ნომრით ყოველი გადარიცხვისას თქვენ აგროვებთ ქულებს და გაქვთ შანსი, მოიგოთ ფულადი პრიზები და apple-ის პროდუქცია. კერძოდ, MacBook Air, IPhone 6, IPad და 100-მდე ფულადი საჩუქარი.

მობილურის ნომრით გადარიცხვა ძალიან მარტივია: შედიხართ ინტერნეტ ან მობაილ ბანკში, ირჩევთ მობილურით გადარიცხვას და უთითებთ მიმღების სახელს, გვარს და მობილურის ნომერს. ამის შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე იგზავნება ბმული და გადარიცხვის კოდი, რომლის საშუალებითაც მიმღები თავად ირჩევს ლარის ანგარიშს, რომელზეც სურს, რომ თანხა ჩაერიცხოს და ადასტურებს თანხის მიღებას", აცხადებენ "თიბისი ბანკში".

მათივე ინფორმაციით, თანხის დადასტურება ჩარიცხვისათვის აუცილებელია. თუ მიმღები 14 დღის განმავლობაში არ ადასტურებს თანხის მიღებას, მაშინ თანხა ავტომატურად უბრუნდება გადამრიცხავს.

"აქციაში მონაწილეობისათვის თანხა მობილურის ნომრით უნდა გადარიცხოთ 31 აგვისტოს ჩათვლით. ყოველ ახალ მომხმარებელთან მობილურის ნომრით გადარიცხვისას თქვენ შეძლებთ, შეაგროვოთ 10 ქულა, იმ შემთხვევაში, თუ თანხის მიმღები შეასრულებს პირდაპირ გადარიცხვას მესამე პირთან, თქვენ დამატებით 10 ქულას იღებთ; დაგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება პირველი 100 გამარჯვებული. გადარიცხვა განხორციელებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიმღები ადასტურებს თანხის მიღებას", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა