"ბიბლუსის" ბათუმის ფილიალში, ლორენ ოლივერის "დელირიუმი" 13 ლარის ნაცვლად 3 ლარად გაიყიდა

"ბიბლუსის" ბათუმის ფილიალში, პროექტ "ლიბერთინსის" შემდეგი წიგნის, ლორენ ოლივერის "დელირიუმი" პრეზენტაცია და აქცია გაიმართა.

ერთსაათიანი აქციის ფარგლებში, 3 ლარად წიგნის 420 ეგზემპლარი გაიყიდა, ხვალიდან კი მისი შეძენა 13 ლარად იქნება შესაძლებელი.

როგორც მოსალოდნელი იყო, წიგნის მიმართ დაინტერესება დიდი იყო - "დელირიუმის" შესაძენად "ბიბლუსში" მრავალი მკითხველი, ძირითადად კი, თინეიჯერები მივიდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობა "პალიტრა L"–დან აცნობეს, აქტიურად დაიწყო თანამედროვე ლიტერატურის გამოცემა თინეიჯერებისთვის.

Liberteens-ის წევრები წიგნის მოყვარული, ენერგიული, მოტივირებული და უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისურის კარგი მცოდნე ბავშვები არიან, რომლებიც გამომცემლობას აწვდიან ინფორმაციას მათთვის საყვარელი უცხოენოვანი წიგნების შესახებ, წერენ რეცენზიებს, რეკომენდაციებს წიგნთან დაკავშირებით და აძლევენ გამომცემლობას რჩევას გამოიცეს თუ არა ესა თუ ის წიგნი ქართულად. გარდა ამისა, გამომცემლობა თვითონაც აქტიურად არჩევს მსოფლიოში აღიარებულ ბესტსელერებს და რეკომენდაციისათვის აწვდის პროექტში მონაწილეებს.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეირჩა და გამოიცა მსოფლიო ბესტსელერები - ჯეიმს დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" და გეილ ფორმანის "თუ დავრჩები", მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი" და სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც ქსელში გასვლის დღესვე დააყენეს რიგები წიგნის მაღაზიებთან და მალევე იქცნენ ქართულ ბესტსელერებადაც.

გამომცემლობა "პალიტრა L" Liberteens-ის თინეიჯერ წევრებთან ერთად მკითხველს კიდევ ბევრ სიახლეს და საინტერესო პროექტს ჰპირდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ