შემოსავლების სამსახური - ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს

ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფქვილზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურში პასუხობენ და აცხადებენ, რომ ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობს.

"გეზში საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულდება ერთ დღეში. ამის დასტურია სტატისტიკური მონაცემები - თუკი 2013-2014 წლებში 209 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, 2015 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, შემოსულია 240 ათასი ტონა ხორბალი. ამავე პერიოდში ზრდის ტენდენცია აღინიშნება ფქვილის იმპორტთან დაკავშირებითაც", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" "იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ განუცხადა, რომელიც ეჭვობს, რომ ფქვილის იმპორტს ხორბლის შემომტანი კომპანიები ზღუდავენ.

როგორც "იფქლის" ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბალი, პრაქტიკულად, ერთ კომპანიას შემოაქვს, რომლის მფლობელიც კოკი ოსიპოვი გახლავთ.

როგორც ბაკურაძემ აღნიშნა, ფქვილის შემოტანა თავადაც სცადა, თუმცა ტვირთი საბაჟოზე გააჩერეს. მისი თქმით, ფქვილით დატვირთული ტრაილერები ტერმინალზე თვეობითაა გაჩერებული და შემომტანებს ტვირთის დაცლის საშუალებას არ აძლევენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს