ოთარ დანელია ფქვილის და პურის ფასის მატების ლოგიკას ვერ ხედავს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოში ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს.

როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ხორბლის ძალიან დიდი მოსავალია.

"შეიძლება ის ცალსახად სასურსათო დანიშნულების არ იყოს, მაგრამ შერევისთვის ეს არის მისაღები ხარისხი. პლუს ამას ემატება საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფებული ხორბლის ფასები, შესაბამისად, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა "იფქლის" ხელმძღვანელის განცხადებას, რომ  შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა სამინისტროდან უარი შეუთვალეს. დანელიას განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, ძალიან აინტერესებს და დააკონკრეტოს ყველამ, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ გამკაცრებულია კონტროლი ფქვილის და ხორბლის ნაწილში.

დანელია მიიჩნევს, რომ ფქვილის და, შესაბამისად პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ბირჟების ფასების შესაბამისად,   საფუძველი, რომ დღეს პური გაძვირდება, რადგან  უნდა გაძვირდეს ფქვილი, ნამდვილად არ არსებობს.  დანარჩენი უკვე ბიზნესის გადასაწყვეტია", - აღნიშნა დანელიამ.

გაზეთ "კვირის პალიტრას" კომპანია  "იფქლის" ხელმძღვანელმა,  შაქრო ბაკურაძემ განუცხადა, რომ თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება.

შაქრო ბაკურაძის თქმით, მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა - 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა და მას შემდეგ ყოველი ორშაბათი ფქვილის ფასის გაზრდის დღედ იქცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს