ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ პურის გაძვირების ალბათობა საკმაოდ მაღალია

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ პურის გაძვირების ალბათობა საკმაოდ მაღალია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აკაკი ცომაიამ განუცხადა , ის ინგრედიენტები, რაც პურის გამოცხობას სჭირდება, ძვირდება.

"ძვირდება ენერგომატარებლები, რაც უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პური გაძვირდეს. ასევე საუბარია იმაზე, რომ ფქვილის ფასი იმატებს. ასე რომ, ალბათობა,  რომ პური გაძვირდება, საკმაოდ მაღალია. მე ამაში ლოგიკას ნამდვილად ვხედავ", - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება "იფქლის" ხელმძღვანელის,  შაქრო ბაკურაძის განცხადებას ფქვილის ბაზარზე მონოპოლიის არსებობასთან დაკავშირებით, ცომაიას თქმით, "თუ მონოპოლია არსებობს ფქვილის ბაზარზე, ეს უკვე არის პრობლემა, რომელიც სახელმწიფოს არასწორი ფუქნციონირებითაა გამოწვეული".

"ამ შემთხვევაში მე იმაზე კი არ ვსაუბრობ, რომ სახელმწიფომ მონოპოლიებს უნდა ებრძოლოს, არამედ ვსაუბრობ იმაზე, რომ ვიღაცა სარგებლობს პრივილეგიებით, რომელსაც მფარველობს ვიღაც ჩინოვნიკი სამთავრობო წრეებში. სხვა შემთხვევაში, ფქვილის ბაზარზე მონოპოლია ვერანაირად ვერ შეიქმნება. თუ არსებობს მონოპოლია, ეს დიდი ალბათობით იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაც დაინტერესებული პირია ხელისუფლებაში, რომელიც ამ ბიზნესის ლობირებას ახდენს", - განაცხადა ცომაიამ.

"იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება. ამასთან, ბაკურაძე ბაზარზე არსებულ მონოპოლიაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ხორბალი, პრაქტიკულად, ერთ კომპანიას შემოაქვს, თავად კი იმპორტის დროს საბაჟოზე პრობლემები შეექმნა.

ბაკურაძის განცხადებას შემოსავლების სამსახურში უპასუხეს, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოში ფქვილისა და ხორბლის იმპორტი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს. გარდა ამისა, პურის შესაძლო გაძვირებას სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა. ოთარ დანელია ფქვილის და პურის ფასის მატების ლოგიკას ვერ ხედავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა