ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ პურის გაძვირების ალბათობა საკმაოდ მაღალია

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ პურის გაძვირების ალბათობა საკმაოდ მაღალია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აკაკი ცომაიამ განუცხადა, ის ინგრედიენტები, რაც პურის გამოცხობას სჭირდება, ძვირდება.

"ძვირდება ენერგომატარებლები, რაც უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პური გაძვირდეს. ასევე, საუბარია იმაზე, რომ ფქვილის ფასი იმატებს ასე რომ, ალბათობა, იმისა, რომ პური გაძვირდება, საკმაოდ მაღალია. მე ამაში ლოგიკას ნამდვილად ვხედავ", - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება "იფქლის" ხელმძღვანელის შაქრო ბაკურაძის განცხადებას ფქვილის ბაზარზე მონოპოლიის არსებობასთან დაკავშირებით, ცომაიას თქმით, "თუ მონოპოლია არსებობს ფქვილის ბაზარზე, ეს უკვე არის პრობლემა, რომელიც სახელმწიფოს არასწორი ფუქნციონირებითაა გამოწვეული".

"ამ შემთხვევაში მე იმაზე კი არ ვსაუბრობ, რომ სახელმწიფომ მონოპოლიებს უნდა ებრძოლოს, არამედ ვსაუბრობ იმაზე, რომ ვიღაცა სარგებლობს პრივილეგიებით, რომელსაც მფარველობს ვიღაც ჩინოვნიკი სამთავრობო წრეებში. სხვა შემთხევაში, ფქვილის ბაზარზე მონოპოლია ვერანაირად ვერ შეიქმნება. თუ არსებობს მონოპოლია, ეს დიდი ალბათობით იმაზე მიუთითებს, რომ ვიღაც დაინტერესებული პირია ხელისუფლებაში, რომელიც ამ ბიზნესის ლობირებას ახდენს", - განაცხადა ცომაიამ.

"იფქლის" ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ბაზარი არ გახსნეს და ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ფასი მინიმუმ 10 თეთრით აუცილებლად გაიზრდება. ამასთან, ბაკურაძე ბაზარზე არსებულ მონოპოლიაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ხორბალი, პრაქტიკულად, ერთ კომპანიას შემოაქვს, თავად კი იმპორტის დროს საბაჟოზე პრობლემები შეექმნა.

ბაკურაძის განცხადებას შემოსავლების სამსახურში უპასუხეს, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოში ფქვილისა და ხორბლის იმპორტი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს. გარდა ამისა, პურის შესაძლო გაძვირებას სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა. ოთარ დანელია ფქვილის და პურის ფასის მატების ლოგიკას ვერ ხედავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს