ენერგოომბუდსმენის განცხადებით, "თელასის" მიერ სემეკისთვის სატარიფო განაცხადით მიმართვა გარდაუვალი იყო

ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, "თელასის" მიერ სემეკისთვის სატარიფო განაცხადით მიმართვა გარდაუვალი და აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.

როგორც ვარდიმაშვილმა სემეკში "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალი კომპონენტების შესახებ წინასწარი საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს ყველა მნიშვნელოვან კომპონენტზე მუშაობა დასრულებულია.

"კომისიის აპარატიდან მონაცემები ცნობილია, თუმცა ეს არის პირველადი და სამუშაო ვარიანტი. პროცესები მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს. რისი გარანტიც არის თვითონ ენერგოომბუდსმენის აპარატი მარეგულირებელ კომისიასთან ერთად. პროცესი არის აბსოლუტურად საჯარო და შესაძლებლობა გვაქვს, ყველა დაინტერესებულ პირს მასში მონაწილეობა მივიღოთ", - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

როგორც ვადიაშვილმა აღნიშნა, ის ვერ იტყვის სავარაუდო მონაცემებს "თელასის" ტარიფის გაზრდასთან ან სხვა რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებით.

"სავარაუდო მონაცემებს ტარიფის გაზრდასთან ან სხვა რაიმე ცვლილებებთან დაკავშირებით "თელასთან" მიმართებაში ამ დროისთვის ვერ გეტყვით. თუმცა, როგორც "ენერგო პროსთან" მიმართებაში მოხდა და მთავრობამ მყისიერად აიღო თავის თავზე სუბსიდირების თემა, ვფიქრობ, რომ ქალაქის მთავრობა მაინც მზად უნდა იყოს, რომ მომხმარებელთა იმ ნაწილის უფლებები იყოს დაცული, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა ამ ეტაპზე თბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დამოკიდებულია შემდგომ პროცესებზე და შემდგომ გაანგარიშებებზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს", - განაცხადა ვარდიაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად სამართლიანი და მოსალოდნელი იყო "თელასის" სატარიფო განაცხადი, რომლითაც მან კომისიას მიმართა, ვარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გარდაუვალი იყო.

"ჩვენ ყველამ უნდა ვიმსჯელოთ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც თბოელექტროსადგურების ტარიფი გაიზარდა, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ გამანაწილებელი კომპანიები სატარიფო განაცხადით მიმართავდნენ კომისიას", - აღნიშნა ვარდიაშვილმა.

სემეკს "თელასის" სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადა 2015 წლის 18 დეკემბრამდე აქვს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო