ბათუმში სამაშველო სამსახური წუხელ 300-ჯერ გამოიძახეს

ბათუმში, ღამის განმავლობაში, სახანძრო-სამაშველო სამსახური 300-ჯერ გამოიძახეს. ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში რამდენიმე ქუჩაა დატბორილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, სამაშველო სამსახური მთელი ღამე მუშაობდა, გამოძახებები შეეხებოდა სახლების დატბორვას და დატბორილი ქუჩებიდან ავტომობილების გამოყვანას.

მისივე ინფორმაციით, დატბორილ ობიექტებზე წყლის დონემ იკლო და სამაშველო სამსახური ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებს.

ბათუმში ამ დროისთვის აღარ წვიმს.

იხილეთ ვიდეო: ბათუმი წვიმის შემდეგ: დატბორილი ობიექტები და სამაშველო სამუშაოები ქალაქში

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს