ბათუმში მცხოვრებლები მერიის სამსახურებს მოუწოდებენ, სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდონ

ბათუმში მცხოვრებლები მერიის სამსახურებს მოუწოდებენ, საკანალიზაციო ჭები და სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" 26 მაისისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე მცხოვრებლებმა განუცხადეს, ყველა შესაბამისმა სამსახურმა იცის, რომ ძლიერი წვიმის დროს ეს ტერიტორიები იტბორება. მოსახლეობა მერიის სამსახურებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

"მოვიდა სამაშველო სამსახური და ჩვენი სახლის პირველ სართულს ტუმბავენ. დამისველდა ავეჯი, ახლა აღარ მჭირდება დახმარება. ამოტუმბავენ თუ თავისით გაიწოვს წყალი, სულ ერთია, მერიის სამსახურები ახლა კი არ უნდა ასუფთავებდნენ საკანალიზაციო ჭებსა და სანიაღვრე არხებს, ისინი მზიან ამინდში უნდა გამოვიდნენ და მოაწესრიგონ სისტემა. ჩვენი პრობლემის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის. წელიწადში ხუთჯერ გვტბორავს და ტელევიზორით გადმოსცემენ ჩვენს პრობლემას. მხოლოდ მერიამ ვერ გაიგო, რომ დახმარება გვჭირდება", - აცხადებს მოსახლეობა.

ამ წუთებში ბათუმში აღარ წვიმს და სამაშველო და სახანძრო სამსახურები დატბორილი პირველი სართულების ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

იხილეთ ვიდეო: ბათუმი წვიმის შემდეგ: დატბორილი ობიექტები და სამაშველო სამუშაოები ქალაქში

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს