თბილისში ელექტროენერგიის ახალი ტარიფი 3 სექტემბერს გახდება ცნობილი

თბილისში ელექტროენერგიის ახალი ტარიფი 3 სექტემბერს გახდება ცნობილი, სწორედ ამ დღეს, სემეკი კომპანია "თელასის" მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით , გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განუცხადა.

სემეკს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 18 დეკემბრამდე ჰქონდა, თუმცა კომისიის მიერ გადაწტყვეტილების მიღება, გაცილებით ადრე, 3 სექტემბერს მოხდება.

კითხვაზე, როდიდან ამოქმედდება ახალი ტარიფი, შონიამ წინასწარ ამ დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი მოცემული იქნება გადაწყვეტილებაში.

' "დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს დადგენილების პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. სხდომა ჩანიშნულია 3 სექტემბერს", - განაცხადა შონიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს