დავით უსუფაშვილი სრულად ეთანხმება ნატო-ს გენმდივანს, რომ დღეიდან ნატო მეტად არის საქართველოში და საქართველო მეტად არის ნატოში

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სრულად ეთანხმება ნატო-ს გენერალურ მდივანს, როდესაც მან ბრძანა, რომ დღეიდან ნატო მეტად არის საქართველოში და საქართველო მეტად არის ნატოში. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, იმ ტიპის თანამშრომლობა, რისი ერთ-ერთი მაგალითი დღეს ვიხილეთ, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა, არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საბოლოო მიზნისკენ - საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზნისკენ.

"ეს მიზანი ჩვენ გვაქვს, ეს მიზანი უფრო და უფრო ახლოვდება და ამ პროცესში ჩვენ ვძლიერდებით, რადგან ჩვენთან ერთად საქართველოს უსაფრთხოების თემებზე, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ფიქრობენ, მსჯელობენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, თავად ნატო, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით არის მსოფლიო მშვიდობის და სტაბილურობის გარანტია. ისე, რომ ეს ცენტრი არ არის უბრალო მოვლენა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მოვლენა, ვინაიდან, როგორც უკვე გითხარით, ამ ცენტრის მეშვეობით ნატოს წევრი სახელმწიფოები კიდევ უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.

ამასობაში წევრობამდე გზა ჯერ კიდევ ბევრია გასავლელი, ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი მსოფლიოში იმისთვის, რომ საქართველო სრულფასოვანი წევრი გახდეს ნატოსი. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის იმაზე, რომ აბსოლუტურად აუცილებელია ქვეყანა მიდიოდეს წინ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების თვალსაზრისით იმისთვის, რომ თუ ვინმე სკეპტიკოსი, სადმე, ნატოს წევრ სახელმწიფოში, მოქალაქე თუ პოლიტიკოსი სვამს კითხვას - ქართველები, საქართველო ვართ თუ არა ორგანული ნაწილი თავისუფალი ევროპის, ეს კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს და თუ კითხვები ჩნდება, მას დამაჯერებლი და მყარი პასუხი უნდა ჰქონდეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში სრული ურთიერთგაგებაა ამ საკითხში და ოპოზიცია დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა. "ნატოსთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ მომავალში, იმიტომ, რომ იქ, სადაც ვართ დღეს, ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მთავრობის მონაპოვარი, ეს არის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, ლიდერის, მთავრობების, მინისტრების, პრეზიდენტების ერთობლივი ჯამური ნაღვაწი და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. უნდა მოვახერხეოთ, რომ ის, რაც გაკეთებულია, არ გადავაყოლოთ პოლიტიკურ მოვლენებს. მოხარული ვარ, რომ ნატოში ინტეგრაციის პროცესი ერთ-ერთი მაგალითია ასეთი წარმატებული ეროვნული სტრატეგიული ცხოვრების", - აღნიშნა უსუფაშვილმა..

ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის გარდა ასევე ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, "ნაციონალური მოიძრაობის" წევრი გიორიგ ბარამიძე და "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა