ნატო-ს გენმდივანმა ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას მშობლებს პირადად მიუსამძიმრა

მინდა გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით, - ამ სიტყვებით მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიელი ტერორისტის, ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპატელიანის მშობლებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვიზიტის დასასრულს, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, ლიპარტელიანების ოჯახის წევრებს შეხვდა.

"მე მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს პრესით თქვენი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ ნორვეგიაში გავხსენით ადგილი, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას და ვიხსენებთ მათ, მათ შორის თქვენს ქალიშვილს. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო შეხვედრისთვის, რათა ჩემი სამძიმარი პირადად გადმომეცა", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის. "პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გამოვთქვი თქვენთან შეხვედრის სურვილი და პრემიერმა სწრაფად მოახდინა ამის ორგანიზება, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა საქართველო გუშინ საღამოს დატოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება