თინა ხიდაშელი - ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელი პირობა არის არა MAP-ის მიღება, არამედ საქართველოს გაწევრიანების გზაზე დაყენება

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე დაყენება მოხდება MAP-ის მინიჭებით, თუ მისი დღის წესრიგიდან ამოღებით, მნიშვნელობა არ აქვს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

"მე ვფიქრობ, აუცილებელი პირობა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე არის არა MAP-ის მიღება, არამედ საქართველოს გაწევრიანების გზაზე დაყენება. ეს მოხდება MAP-ის მონიჭებით, MAP-ის, როგორც ნაბიჯის, დღის წესრიგიდან ამოღებით თუ კიდევ რაიმე სხვა ფორმით, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველო ნატო-სთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავიდეს და ამ სხვა ეტაპს პირდაპირ გაწევრიანებისკენ მიმართული ნაბიჯი ერქვას. ჩვენ ამ წუთას გვაქვს შუალედური ნაბიჯი. საქართველოს აღარ უნდა ჰქონდეს შუალედური ნაბიჯი", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება