დავით უსუფაშვილი - ჩვენ არ გვინდა, რომ MAP-ის თემა პოლიტიკური თემა გახდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, MAP არ უნდა გახდეს პოლიტიკური თემა. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"მე ბატონ გენერალურ მდივანს მოვახსენე, რომ ჩვენ არ გვინდა, MAP-ის თემა გახდეს პოლიტიკური თემა, რადგან MAP-ი არის ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელზეც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იყო ლაპარაკი. მაგრამ პოლიტიკურად იქ ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ანუ, პოლიტიკურ ნაწილში იყო და რჩება სრული მკაფიოობა. მაგრამ ეს ტექნიკური ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების თემა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი ნატო-ს შტაბ-ბინასთანაც, მის ხელმძღვანელებთანაც და წევრ სახელმწიფოებთანაც, რომ ეს საკითხი არ იქცეს რაიმე ტიპის დაბრკოლებად. ვინაიდან ყველა განწყობილია იმისკენ, რომ ეს არ არის დაბრკოლება და თუ არ არის დაბრკოლება, მოდი, ძალიან მარტივად მოვაგვაროთ ეს ამბავი უახლოეს თვეებში, ვარშავის სამიტამდე", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება არა MAP, არამედ წევრობა. "ჩვენ რაც არ გვჭირდება, ეს არის რაიმე ტიპის დაბრკოლება. მას "მაპი" ერქმევა თუ რაიმე სხვა სახელი, ჩვენ დაბრკოლებები უნდა მოვხსნათ. დღეს ამ საკითხში ვინაიდან სიცხადეა შესატანი, ჩვენ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიდან, თავად ნატო-ს სათავო ოფისიდან, შევიტანოთ სიცხადე, რომ აღარ იყოს სპეკულაციების საგანი. ის ინსტრუმენტები, რაც დღეს საქართველოს აქვს, არის უნიკალური ინსტრუმენტები უელსის სამიტის შემდეგ. ღონისძიებების პაკეტი, მათ შორის სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა, ეს უკვე იმ ტიპის ინსტრუმენტებია, რომლებიც პროცესს პრაქტიკულად შეუქცევადს ხდიან. ვინაიდან ეს ასეა, მოდი ამას დავარქვათ თავისი სახელი. MAP MAP-ის გარეშე, MAP-ის ამოღებით, დამატებით... ამ დეტალებზე და ფორმულირებებზე ჩვენ შევჯერდებით. რაც მთავარია, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში და ჩვენი ყოველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ემსახურება მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში და არა რაიმეს პირიქით. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს ეს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო