იენს სტოლტენბერგი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შიდა ქართლში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ ერთ დარღვევად აფასებს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა გუშინ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში. რუსეთის ბოლო ქმედებები, ვგულისხმობ, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას, კიდევ ერთი დარღვევაა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა. ალიანსის წევრები მუდმივად და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება