გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო მოსახლეობის 10 პროცენტი დევნილობაშია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტს მიესალმა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ერთი წლის წინ უელსიდან საქართველო დაბრუნდა მნიშვნელოვანი პაკეტით, რომელმაც მისცა ჩვენს ქვეყანას საშუალება, კიდევ უფრო გაეღრმავებინა და აემაღლებინა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, პაკეტით, რომლის ძირითადი მიზანი იყო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში.

დღეს გენერალურ მდივანთან ერთად ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი კომპონენტი ამ პაკეტისა წვრთნისა და შეფასების ცენტრია, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მაგრამ ასევე მისცემს შესაძლებლობას, წევრი ქვეყნების და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს უფრო ეფექტურად და კვალიფიციურად მოემზადონ საქართველოში.

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ამ ნაბიჯითაც ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან მიმართებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო მოსახლეობის 10 პროცენტი დევნილობაშია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან და ვართ ნომერ პირველი კონტრიბუტორი არა ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის", - განაცხადა გუშინ გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების დეტალები. საუბარი შეეხო ასევე იმ ინტენსიურ მუშაობას, რომელსაც საქართველო და ნატო ერთად განახორციელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს შინაარსიანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო