იენს სტოლტენბერგი - დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა

დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემი ვიზიტი კიდევ ერთხელ ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, რომელიც კიდევ უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და ღრმავდება. უპირველეს ყოვლისა, საქართველო ეს არის ძალზე ძლიერი და საიმედო კონტრიბუტორი ჩვენი უსაფრთხოებისა. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ოპერაციებში ავღანეთში", - განაცხადა სტოლტენბერგმა და ქართველ ხალხს ერთგულებისა და გაწეული მსხვერპლისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის საიმედო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

"საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა რეგიონში, რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თქვენს ერთგულებას, რომ იყოთ ევროატლანტიკური თანამეგობრობის ოჯახის წევრი, რომელსაც ზიარი ღირებულებები აქვს. ყველა ეს რეფორმა და ის წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეხმარება საქართველოს, რათა საკუთარი თავი ნატო-ს წევრობისათვის მოამზადოს. ნატო ამ თვალსაზრისით ეხმარება საქართველოს მის ძალისხმევაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება