გიორგი კვირიკაშვილი - ყველა საელჩოს მხრიდან გამოიკვეთა საკითხი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე

საგარეო საქმეთა მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყველა საელჩოს მხრიდან გამოიკვეთა საკითხი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე, თუმცა მანაც, თავის მხრივ გააჟღერა მოთხოვნა, რომ დახარჯულ რესურსსა და ეკონომიკური აქტივობის დონეს შორის კავშირი უნდა იყოს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამბასადორიალის პირველმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და ის ძალიან კმაყოფილია ელჩებთან საუბრით, რომელიც არაერთ თემას შეეხო.

"რა თქმა უნდა არსებული გამოწვევების ფონზე პოლიტიკური დღის წესრიგი რჩება უმთავრეს პრიორიტეტად და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება არის უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებაზე. ყველა საელჩოს მხრიდან გამოიკვეთა საკითხი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესების კუთხით და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს საკითხები მთავრობის უმაღლეს დონეზე დადგეს და დადებითად გადაწყდეს, თუმცა ჩემი მხრიდანაც გაჟღერდა ასევე ის მოთხოვნა, რომ უნდა იყოს კავშირი დახარჯულ რესურსსა და ეკონომიკურ აქტივობის დონეს შორის ამა თუ იმ ქვეყნებთან მიმართებაში. ეს ეხება როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასევე სავაჭრო ბრუნვის გაზრდას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით კიდევ დიდი სამუშაოა წინ, რომელსაც დარწმუნებულია, ქართული მხარე თავს გაართმევს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა