თეა წულუკიანმა ელჩებს სამართლებრივ სფეროში რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი მას ელჩებთან კომუნიკაციის განსხვავებული ფორმატის შესაძლებლობას მისცემს, რათა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობდნენ.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ამბასადორიალის ფარგლებში მან ელჩებს სწორედ იმ რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ტარდება სამართლებრივ სფეროში.

მინისტრის თქმით, ელჩებს პირველ რიგში, სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ და მიიტანონ იგი იმ ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებამდე, სადაც თვითონ საქმიანობენ.

"ამისთვის აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ მასალები და ამაზე ვისაუბრეთ, როგორ უნდა დავგეგმოთ მომავალი თანამშრომლობა იმისთვის, რომ ის რევოლუციური, უპრეცედენტო სამართლებრივი რეფორმები, სისხლის, სამოქალაქო, საარჩევნო, სამართლის, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის თუ სხვა სფეროებში, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ სხვებთან ერთად ბოლო სამი წლის განმავლობაში გაატარა, ელჩებს ესმოდეთ, იცოდნენ და ფლობდნენ ინფორმაციას სწორი ფორმით. მგონია, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი იუსტიციის სამინისტროს განსხვავებული ფორმატის შესაძლებლობასაც მისცემს იმისთვის, რომ მაგალითად ელჩების ჯგუფებთან მოხდეს ცალ-ცალკე შეხვედრები საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ელჩებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი და დეტალური ინფორმაცია, თუ რა კეთდება იმ მიზნით, რომ საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდეს ინსტიტუციური დემოკრატია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება