დიმიტრი ქუმსიშვილი - თბილისში ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში , თბილისშიც იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ტარიფზე სემეკ-ში მიმდინარეობს მსჯელობა.

"რა მსჯელობებშიც მე მაქვს მონაწილეობა მიღებული, ამ მსჯელობების მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი მოიქცევა ანალოგიურად, სავარაუდოდ გაატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც გაატარა სახელმწიფომ რეგიონებთან მიმართებაში",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ამის რესურსი, ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ რესურსი უნდა გამოიძებნოს.

"მე ღრმად მწამს, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ განსხვავება. ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი მოქალაქე და ყველა მოქალაქის მიმართ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი და იგივე პოლიტიკა",- აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, რეგიონებში გაძვირებული დენის სხვაობას სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო აანაზღაურებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს