ზაზა ვაშაყმაძე ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიის პოლიტიკის კუთხით არსებულ რეალობასა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა და დამსწრეებს განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ინტერრელიგიური სათათბიროს, რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის შექმნის, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს რელიგიური გაერთიანებებისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი და სიმბოლური ანაზღაურებისთვის გაწეული საქმიანობის, სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის მიმართულებით საჯარო მოხელეების გადამზადების პროექტის შესახებ.

ზაზა ვაშაყმაძემ ხაზი გაუსვა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და თურქეთთან საერთო დიპლომატიური პლატფორმის შემუშავებისას რელიგიის საკითხების გათვალისწინების აუცილებლობას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება