ირაკლი კოვზანაძე ელჩებს "საპარტნიორო ფონდის" პროექტებს გააცნობს

"საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე ელჩებს საპარტნიორო ფონდის პროექტებს გააცნობს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა , "საპარტნიორო ფონდის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გრძელვადიანი კაპიტალის დეფიციტის შევსება, რომელიც საქართველოშია.

"ამ თვალსაზრისით, ჩვენ პარტნიორებს, განსაკუთრებით უცხოელ პარტნიორებს ვთავაზობთ 50 პროცენტიან თანამონაწილეობას ყველა პროექტში და მათთან ერთად ვინაწილებთ რისკებს. გამომდინარე იქედან, რომ ყველა ჩვენს პროექტში პრაქტიკულად უცხოური კომპონენტი არსებობს, მაგალითად, შემიძლია გითხრათ, სულ ახლახან დაწყებული "ნენსკრას" პროექტი, ასევე რამდენიმე თვის წინ დამთავრებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "რიქსოსი", ყველგან გვყავს უცხოელი პარტნიორი. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებში საქმის კურსში იყვნენ არსებულ პროექტებთან დაკავშირებით", - განაცხადა კოვზანაძემ.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, მისი ამოცანაა ყველა ეს პროექტი გააცნოს ელჩებს და ასევე მიაწოდოს ინფორმაცია იმაზე, თუ რას საქმიანობს "საპარტნიორო ფონდი".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება