"საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე "ამბასადორიალი-2015"-ში მიიღო მონაწილეობა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საპარტნიორო ფონდიდან" აცნობეს, ფონდის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ფონდის სტრუქტურის, საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნეს გარემოთი ინვესტორთა დასაინტერესებლად დიპლომატიური კორპუსის მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს. "ელჩებს მივაწოდეთ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და ფონდის პორტფელში არსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია," - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მან თავის პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, მათ შორის გარდაბნის შერეული ციკლის თბოსადგურის და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტებზე, რომელთა განხორციელება ძირეულად შეცვლის ქვეყნის ენერგოსექტორში არსებულ სიტუაციას და ეკონომიკაზე უდიდეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

გარდა ენერგეტიკული პროექტებისა, კოვზანაძემ ასევე ისაუბრა ტურიზმის, წარმოების და სოფლის მეურნეობის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებაც. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 5-ვარსკვლავიანი "რიქსოს ბორჯომის" და ე.წ. სენდვიჩ პანელების პროექტების შესახებ, რომლებიც საპარტნიორო ფონდმა 2015 წლის ზაფხულში წარმატებით დაასრულა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე გამოყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს - Hyatt Regency -ის, ლურჯი მოცვის მოყვანა და გადამუშავებისა და 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტები.

ამბასადორიალი "ქორთიარდ მარიოტში" 2 სექტემბერს გაიხსნა და 4 სექტემბერს დაიხურება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება