დღეს ამბასადორიალზე საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა - ამბასადორიალი, ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების საკითხებზე თემატური სამუშაო შეხვედრებით გაგრძელდა.

დღესვე ამბასადორიალზე საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ.

ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბიორგე ბრენდე, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ასევე გაიმართება შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამბასადორიალი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შემაჯამებელი პრესკონფერენციით დაიხურება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება