აფბა - "თელასის" სამომხმარებლო ტარიფის ზრდა დენზე გრაფიკებს გამორიცხავს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ "თელასის" სამომხმარებლო ტარიფის ზრდა თბილისში დენზე გრაფიკებს გამორიცხავს.

აფბა თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირების საკითხს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ "თელასისთვის" სამომხმარებლო ტარიფის ზრდა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული.

როგორც აფბა-ში აცხადებენ, თბოსადგურებისთვის გენერაციის ტარიფის ზრდამ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის, ბუნებრივია, დღის წესრიგში დააყენა დენის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის საკითხი. თავის მხრივ, თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასის ზრდა კი ბოლო დროს ლარის მიმართ დოლარის გამყარებამ გამოიწვია. თბოსადგურებს ბუნებრივი აირის შესყიდვა 143 დოლარი უჯდებათ. ძველი კურსით 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესასყიდად, დაახლოებით, 250 ლარი იყო საჭირო, ხოლო ამჟამინდელი კურსით კი ეს საშუალოდ 335 ლარია.

აფბას ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ძირითადი კომპონენტებია - ელექტროენერგიის გენერაცია, გატარება-დისპეჩერიზაცია და განაწილება-დისტრიბუცია. "თელასის" შემთხვევაში საქმე გვაქვს განაწილება-დისტრიბუციის ტარიფის კორექტირებასთან. აღნიშნული კი ასევე რამდენიმე კომპონენტად იყოფა და სულ 5 კომპონენტისგან შედგება. ესენია - ნორმატიული დანაკარგები, კაპიტალური დანახარჯები, საოპერაციო დანახარჯები, ელექტროენერგიის შესყიდვა და "თელასის" საპროგნოზო ინვესტიციები.

,,სამომხმარებლო ტარიფში ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტი გაიზარდა და სემეკ-ის დადგენილებით, მისი შეწონილი ფასი 5,480 თეთრის ნაცვლად 11,173 თეთრი განისაზღვრა. შესყიდვის ფასის მატებამ ზუსტად 5,693 თეთრი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპონენტი გაიზარდა სამაგიეროდ, კლების ტენდენცია დაფიქსირდა სხვა კომპონენტების დაანგარიშებაში და სს "თელასისთვის" ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგი შემცირებას დაექვემდებარა და 12,4%-ის ნაცვლად 5,34% შეადგინა, რაც საბოლოო კალკულაციაში გარკვეულწილად კლების განმაპირობებეილი გახდა", - აცხადებს ანდრია გვიდიანი.

მისივე თქმით, ასევე, სამომხმარებლო ტარიფში დაიკლო "თელასის" განაწილების წილმა, ამ კომპონენტში კლებამ, დაახლოებით, 3 თეთრი შეადგინა.

"ყველა ზემოთხსენებული ფაქტორიდან გამომდინარე, თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ახალი შეწონილი ფასი დადგინდა და ტარიფი საშუალოდ 3,2 თეთრით გაიზარდა. აღნიშნული ოდენობით ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ არ დამდგარიყო ქსელის საიმედოობის და ინფრასტრუქტურის გამართულობის პრობლემა. სამომხმარებლო ტარიფის ამ დოზით ზრდის ფონზე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგეტიკა საფრთხის წინაშე არ დგას, ასევე ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხულია ისეთი ტიპის გართულებები, როგორიცაა დენის გრაფიკი და სხვა", - განაცხადა გვიდიანმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

აფბა - "თელასის" სამომხმარებლო ტარიფის ზრდა დენზე გრაფიკებს გამორიცხავს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ "თელასის" სამომხმარებლო ტარიფის ზრდა თბილისში დენზე გრაფიკებს გამორიცხავს.

აფბა თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირების საკითხს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ "თელასისთვის" სამომხმარებლო ტარიფის ზრდა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული.

როგორც აფბა-ში აცხადებენ, თბოსადგურებისთვის გენერაციის ტარიფის ზრდამ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის, ბუნებრივია, დღის წესრიგში დააყენა დენის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის საკითხი. თავის მხრივ, თბოსადგურების გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასის ზრდა კი ბოლო დროს ლარის მიმართ დოლარის გამყარებამ გამოიწვია. თბოსადგურებს ბუნებრივი აირის შესყიდვა 143 დოლარი უჯდებათ. ძველი კურსით 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესასყიდად, დაახლოებით, 250 ლარი იყო საჭირო, ხოლო ამჟამინდელი კურსით კი ეს საშუალოდ 335 ლარია.

აფბას ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ძირითადი კომპონენტებია - ელექტროენერგიის გენერაცია, გატარება-დისპეჩერიზაცია და განაწილება-დისტრიბუცია. "თელასის" შემთხვევაში საქმე გვაქვს განაწილება-დისტრიბუციის ტარიფის კორექტირებასთან. აღნიშნული კი ასევე რამდენიმე კომპონენტად იყოფა და სულ 5 კომპონენტისგან შედგება. ესენია - ნორმატიული დანაკარგები, კაპიტალური დანახარჯები, საოპერაციო დანახარჯები, ელექტროენერგიის შესყიდვა და "თელასის" საპროგნოზო ინვესტიციები.

,,სამომხმარებლო ტარიფში ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტი გაიზარდა და სემეკ-ის დადგენილებით, მისი შეწონილი ფასი 5,480 თეთრის ნაცვლად 11,173 თეთრი განისაზღვრა. შესყიდვის ფასის მატებამ ზუსტად 5,693 თეთრი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპონენტი გაიზარდა სამაგიეროდ, კლების ტენდენცია დაფიქსირდა სხვა კომპონენტების დაანგარიშებაში და სს "თელასისთვის" ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგი შემცირებას დაექვემდებარა და 12,4%-ის ნაცვლად 5,34% შეადგინა, რაც საბოლოო კალკულაციაში გარკვეულწილად კლების განმაპირობებეილი გახდა", - აცხადებს ანდრია გვიდიანი.

მისივე თქმით, ასევე, სამომხმარებლო ტარიფში დაიკლო "თელასის" განაწილების წილმა, ამ კომპონენტში კლებამ, დაახლოებით, 3 თეთრი შეადგინა.

"ყველა ზემოთხსენებული ფაქტორიდან გამომდინარე, თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ახალი შეწონილი ფასი დადგინდა და ტარიფი საშუალოდ 3,2 თეთრით გაიზარდა. აღნიშნული ოდენობით ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ არ დამდგარიყო ქსელის საიმედოობის და ინფრასტრუქტურის გამართულობის პრობლემა. სამომხმარებლო ტარიფის ამ დოზით ზრდის ფონზე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგეტიკა საფრთხის წინაშე არ დგას, ასევე ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხულია ისეთი ტიპის გართულებები, როგორიცაა დენის გრაფიკი და სხვა", - განაცხადა გვიდიანმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა