ოთარ დანელიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ დანელია აცხადებს, რომ თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გამორიცხავს თუ არა ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის გამო პურის ფასის მატებას.

"ჯერ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, ვინაიდან ეს ხვედრითი წილი ზოგადად და კონტრიბუცია ელექტროენერგიის არ არის კრიტიკული, ამიტომ არსებობს სხვადასხვა სახის ბიზნესმოდელი, სხვადასხვა ტექნოლოგია. ამიტომ რთულია ამაზე ან კი ან არა გიპასუხოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და რაც გვეხელეწიფება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს", - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, მაქსიმალურად უწყობენ ხელს როგორც დარგს და იმ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ პურს.

მინისტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაბრკოლება მინიმუმამდე დაიყვანონ. როგორც დანელიამ განაცხადა, სწორედ ამ მოტივით გადაავადეს ფქვილის რეგლამენტი 1-ელ იანვრამდე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს