თავდაცვის მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს , კონფერენციის დასკვნით დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო- წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თემატურ შეხვედრაზე თინათინ ხიდაშელმა ქართველ დიპლომატებთან ვარშავის სამიტის მოსამზადებელი პროცესი განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს.

"მე ყველა ელჩს მოვახსენე იმ ვიზიტების შესახებ, რომელიც უკვე განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი. ჩემი ამოცანა იყო, მიმეღო რჩევები და რეკომენდაციები იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან განწყობები, პერსპექტივები და დამოკიდებულებები, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს მათი სამუშაო ქვეყნების დედაქალაქებში. 9 სექტემბრიდან ვიწყებ ვიზიტს ნატოს წევრ 6 ქვეყანაში. ასევე დავგეგმეთ ოქტომბერ-ნოემბრის სავარაუდო ვიზიტები იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ელჩები ჩემს მონაწილეობას საჭიროდ მიიჩნევენ. მსგავსი ვიზიტები საქართველოს საკუთარი არგუმენტების გაძლიერებაში დაეხმარება.

მსოფლიოს უსაფრთხოების არენაზე მოთამაშე ნატო-ს წევრ და არაწევრ პარტნიორ ქვეყნებში ჩემი გამგზავრების მთავარი მიზანი საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებაა. თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატიდან საქართველომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს. სამომავლო ვიზიტების მეორე მთავარი მიზანი ჯერ მინისტერიალისთვის, ხოლო, შემდეგ უკვე სამიტისთვის ჩვენი არგუმენტების გაძლიერება, გამყარება და მობილიზებაა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 2 სექტემბერს გაიხსნა და დღეს საღამოს დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება