სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა დაასრულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, წამლობითი ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით 6664 ჰა-ზე ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების - კოღოს, აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით საშიში და მიგრაციული კალიების, ხოლო დასავლეთ საქართველოში საშიში საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ გამოყენებული იყო ბრძოლის ქიმიური და ბიოლოგიური ღონისძიებები როგორც სამანქანო დანადგარების, ასევე ავიაციის გამოყენებით.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა კოღოების სააწინააღმდეგო ღონისძიებები 3244 ჰექტარ ფართობზე კახეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში ჩაატარეს. დასავლეთ საქართველოში საკურტორტო სეზონის გათვალისწინებით გამოყენებული იყო ბიოლოგიური ინსექტიციდი "Vctobace"-ი, რომლითაც დამუშავდა 1744 ჰექტარი ფართობი.

აღმოსავლეთ საქართველოში კოღოების წინაამდეგ დამუშავდა 1500 ჰექტარი. შეწამლულ ადგილებში მნიშვნელოვნად შემცირდა მწერების პოპულაციის რიცხოვნობა. საგულისხმოა, რომ ტრანსმისიური დაავადების გადატანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც ჩატარებული ღონისძიებების შედეგია.

კალიების საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის რეგიონებში დამუშავდა 32 000 ჰექტარი ფართობი, მათ შორის 4 000 ჰექტარი ავიაციის გამოყენებით.

მიმდინარე წელს სამეგრელოსა და გურიის რეგიონში დაფიქსირდა ამერიკული თეთრი პეპლის გამოვლენის ერთეული შემთხვევები. მარტვილის, ურეკისა, შეკვეთილისა და ფოთის ტერიტორიაზე 220 ჰა ფართობი დამუშავდა თერმული ნისლისა და წერტილოვანი დამუშავების მეთოდებით.

სააგენტომ აღნიშნულ ღონისძიება 2015 წლის მიზნობრივი პროგრამის - "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ჩაატარა, ხოლო ტრანსმისიული დაავადების გადამტანი მწერების განადგურება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაევალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა