კაზინო "აჭარა" გაიხსნა

კაზინო "აჭარა" გაიხსნა. როგორც კაზინოში აცხადებენ, ამ ეტაპზე მომხმარებელს მხოლოდ სათამაშო აპარატებით სარგებლობა შეუძლია.

სამორინე 20 აგვისტოს შემდეგ აზარტული თამაშის მოყვარულებისთვის დახურული იყო. კაზინოში გასულ თვეს ფინანსური საგამოძიებო სამსახური შევიდა. მაშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ სამორინეში საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყო.

მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს "კაზინო აჭარას" მმართველი დირექტორის ვედრან ბაიატის, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვიკტორ ტროიცკის და იურიდიული პირის - შპს "კაზინო აჭარას" მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. "გამოძიებით დადგინდა, რომ ვედრან ბაიატი არღვევდა ლიცენზირების პირობებს და სისტემატიურად ახდენდა მოთამაშეებზე ფსონების დასადებად სესხების უკანონოდ გაცემას, რითაც შპს "კაზინო აჭარამ" 7 თვის განმავლობაში მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი.

გამოძიების მიხედვით, ვიკტორ ტროიცკის ორგანიზებით კი, კაზინოს სათამაშო მაგიდებზე დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურის მეშვეობით, სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ, უკანონოდ მიმდინარეობდა მოთამაშეთა კერძო საუბრების მიყურადება, ჩაწერა და სერვერებზე შენახვა, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების, მოთამაშეთა უფლებებისა და ნების სრული იგნორირებით", - აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

ამჯამად თუ რა ეტაპზეა საგამოძიებო მოქმედებები უცნობია.

ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის სამართლებრივი წარმომადგენელი, ქეთი ქვარცხავა ამბობს, რომ ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

კაზინოს საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. იგი ასევე ფლობს კომპანია "გალფს", სადაც ფინანსთა სამინისტრომ ასევე გადასახადებისთვის თავის არიდების მოტივით წლის დასაწყისში დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: რა ხდება კაზინო "აჭარაში" ამჟამად

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს