ეკა მიშველაძე - უცნაურობების კასკადს დავარქმევდი იმას, რაც დღეს ქართულ მედიაში ხდება

უცნაურობების კასკადს დავარქმევდი იმას, რაც დღეს ქართულ მედიაში ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა , სადაც მედიის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, დღემდე ვერ მოუძებნა ლოგიკური ახსნა იმას, რაც მასთან დაკავშირებით მოხდა.

"უცნაურობების კასკადს დავარქმევდი იმას, რაც ხდება ქართულ მედიაში. თუ არსებობს ლოგიკური ახსნა, ვერაფრით ვერ ვიპოვე იმის ლოგიკური ახსნა, რაც ხდება ყოველ შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირებით. ვერ ავხსენი ეს სიჩუმე. ჩემი გადაცემის დახურვის თაობაზე ოფიციალურად ჩემთან დღემდე არავის უსაუბრია. მე მინდოდა შეხვედრა დირექტორთან, მივწერე, დავურეკე და დამპირდა, რომ შევხვდებოდით. თუმცა, მას შემდეგ სამი კვირა გავიდა და არაფერი შეცვლილა. მე მაინტერესებს, როდემდე გაგრძელდება სირაქლემის პოზაში ყოფნა", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ძალიან უცნაურად დაემთხვა დროში ერთმანეთს მისი და სხვა თოქშოუების დახურვა.

"ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს გადაცემასთან მიმართებაში ამ წლების განმავლობაში რაიმე ზეწოლას ჰქონია ადგილი, მაგრამ ჩვენამდე კულუარულად მოდიოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა, ეკრანებზე ძველი სახეები ენახა", - აღნიშნა ჟურნალისტმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს